+995 599 958101

საზაფხულო პროგრამები დიდ ბრიტანეთში

23 ივლისი  – 4 აგვისტო, 2018

Arrow Club გთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ საუკეთესო პროგრამებს დიდ ბრიტანეთში ყველაზე კონკურენტულ ფასად. 

ბრაიტონის სკოლა განკუთვნილია ყველა ასაკის და დონის მსმენელისთვის. ინტერაქტიული გაკვეთილები, სასიამოვნო გარემო და საუკეთესო მასწავლებლები უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ დონეს და მაქსიმალურ შედეგს მოკლე ვადებში. სწავლებისას მთავარი აქცენტი კეთდება ზეპირმეტყველებაზე და ინგლისური ენის ბუნებრივ გარემოში გამოყენებაზე. გაიმდიდრებთ ლექსიკას და ისაუბრებთ თავისუფლად.

კურსის დამთავრებისას მიიღებთ საერთაშორისო სერტიფიკატს.

ბრაიტონის სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, საუკეთესო საკლასო ოთახებით და სპორტული დარბაზებით. დღის მეორე ნახევარი დატვირთულია შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით: ექსკურსიები, ფილმები და დისკუსიები ინგლისურ ენაზე, დებატები, ცეკვის გაკვეთილები, სპორტული თამაშები, ბარბექიუს საღამოები, ქვიზები და ასაკობრივი დისკოტეკები. ყველაფერი ეს დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს დიდ ბრიტანეთში!

საცხოვრებელი - სტუდენტები ჩერდებიან სკოლის მიერ წინასწარ შერჩეულ ბრიტანულ ოჯახებში. ეს გარემო კიდევ უფრო უწყობს ხელს ინგლისური ენის პრაქტიკას. სახლები მდებარეობს 5-10 წუთის სავალ მანძილზე სკოლიდან.

გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

  • Young Learners 8-დან 17 წლის ჩათვლით - ორი კვირა 6950 ლარი
  • Young Learners 8-დან 17 წლის ჩათვლით - ოთხი კვირა 8950 ლარი
  • Adults დიდები 18 წლიდან - ორი კვირა 6950 ლარი
  • Adults დიდები 18 წლიდან - ოთხი კვირა 8950 ლარი

საფასური მოიცავს: სავიზო მოსაკრებელს, ტრანსფერს, სწავლებას, სასწავლო მასალას, საერთაშორისო სერტიფიკატს, ექსკურსიებს, საღამოს აქტივობებს, საცხოვრებელს, სამჯერად კვებას.

საფასურში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება. 

პროგრამის ასარჩევად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

საბუთების მიღება წარმოებს 20 მაისამდე!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  

თეა ხინჩაგაშვილი 579 494848 

t.khinchagashvili@gmail.com