+995 599 958101

I Speak ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი

9 – 18 ივლისი, 2018

ჩვენი ბანაკი I Speak გთავაზობთ ინტენსიურ სასწავლო პროგრამას და დაუვიწყარ საზაფხულო არდადეგებს. ინგლისური ენის ცოდნა ფასდაუდებელია დღევანდელ განვითარებულ სამყაროში. 10 დღიანი ბანაკის I Speak მიზანია არა მხოლოდ ინგლისური ენის პრაქტიკა, არამედ სასაუბრო ენის გაუმჯობესება მთელი დღის განმავლობაში ინგლისურენოვანი მასწავლებლების გარემოში.     

სასწავლო პროგრმა შედგება 2 – 2 საათიანი გაკვეთილებისგან დილით და საღამოს, რომლის დროსაც ინგლისურენოვანი მასწავლებელი ძირითადად ბავშვების სასაუბრო ენის გაუმჯობესებასა და გამოთქმაზე მუშაობს. მთავარია არ მხოლოდ უცხო ენის გაგება, არამედ სპონტანურად და თავისუფლად საუბარი.  

სასწავლო საათების გარდა, ბავშვებს საშუალება ექნებათ მთელი დღე გაატარონ ინგლისურენოვან მასწავლებელთან. გასართობი და სპორტული აქტივობები, შეჯიბრები, გარემოს დათვალიერება, დისკოტეკები და თემატური საღამოები კოცონის გარშემო - ყველაფერი ეს ინგლისურენოვან გარემოში. მასწავლებლები არა მხოლოდ ჩართული იქნებიან გასართობ-შემეცნებით პროცესში, არამედ დაეხმარებიან ბავშვებს თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემაში საგაკვეთილო პროცესის დროს.

თუ თქვენი ბავშვი ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ საბაზისო დონეზე და გინდათ რომ ცოდნა გაიუმჯობესოს ინგლისურენოვან გარემოში, მაშინ მიიღეთ ჩვენი შემოთავაზება და შემოუერთდით ჩვენს ინგლისურენოვან ბანაკს I Speak ბაზალეთზე.

ასაკი 12-დან 17 წლამდე.

ბანაკის საფასური 990 ლარი. საფასურში შედის: ტრანსფერი, საცხოვრებელი და კვების ხარჯები, სწავლება, გასართობი და შემცნებითი აქტივობები, სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  579 494848 info.arrowclub2@gmail.com t.khinchagashvili@gmail.com